გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა

11-09-2019

ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი 6 წლიანი ლოდინის შემდეგ კომიდან გამოვიდა. მან თავის ძლიერი ტრავმა 2013 წლის 29 დეკემბერს თხილამურებზე სრიალის დროს მიიღო. ბოლო პერიოდში შუმახერი პარიზის კლინიკაში მკურნალობდა. ახლა კი ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: "შუმახერი გონზე მოვიდა". ამჟამად მიხაელი ღეროვან უჯრედებზე მკურნალობს და როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, მალე ყველაფერი ისევ კალაპოტში ჩადგება.

შეგახსენებთ, რომ ექვსი წლის წინ 44 წლის შუმახერი საფრანგეთის სათხილამურო კურორტ მერიბელში შვილთან ერთად იმყოფებოდა და სრიალის დროს ქვას შეეჯახა. მრბოლელი საავადმყოფოში თავის ქალის ძლიერი ტრავმით შეიყვანეს და იმ დღესვე გაუკეთდა სამი ოპერაცია, თუმცა ტვინში სისხლჩაქცვების გამო პაციენტი კომიდან ვერ გამოვიდა. ახლა მას რეაბილიტაციის ურთულესი გზა ელის წინ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ცოცხალი ლეგენდა გადარჩენისთვის ბრძოლაში არ დანებებულა.

"გურიის მოამბე"