გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ

11-09-2019

„მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“,- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში და „თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებლების ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებას ეხმიანება.

„სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იციან, რომ არსებობს ინტერნეტხუმრობა, რომელიც იწყება სიტყვებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს... შემდეგ კი ამას ყოველდღიური ბანალური ჭეშმარიტებბა მოჰყვება. ჰოდა, ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ. მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“,- აცხადებს რატი იონათამიშვილი.