12-09-2019
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
,,დღეიდან მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით- მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები." - აცხადებს მეარაყიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლებების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებულია. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ.
,,ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც. ჟურნალისტებს გთხოვთ დაინტერესდეთ, რათა ჩემს შესახებ პროტესტის ადრესატებმა გაიგონ. " - წერს თამარ მეარაყიშვილი.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ცხოვრობს. ერთი წლის წინ მის წინააღმდეგ ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ორი საქმე - ცილისწამება მმართველი პარტია "ერთიანი ოსეთის" მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება - აღძრა.