შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები მზადდება

12-09-2019

ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა ბრაიან კინდგმა.

„ზრდა“ USAID-ის მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ექვსი შერჩეული რეგიონის 81 დასახლებაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, რომ თავდაპირველად 4 შერჩეულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფენ 6 ინფრასტრუქტურული პროექტის მომზადებას. შემდგომი განხორციელების მიზნით პროექტები მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადაეცემა.

წყალმომარაგების ქსელების, სანიაღვრე არხებისა და დამცავი გაბიონების მოწყობის მიზნით პროექტები ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მომზადდება. წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის სუფთა წყლის მიწოდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მემორანდუმი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს, რაც სამიზნე რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.

"პია"