გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კასპში მაღაზია დააყაჩაღეს

13-09-2019

კასპში მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში წუხელ მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

„მუხლი 179. ყაჩაღობა ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის 

ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

გუშინ კასპში კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. ორმა პირმა სავალუტო ჯიხური გაძარცვა.

"შიდა ქართლი"