გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდის მერმა შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა

13-09-2019

ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. 

როგორც რადიო "ათინათს" მერიის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა უთხრა, პროექტის ფარგლებში, თამაში "რა? სად? როდის?" სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. 

"იქნება ზამთრისა და საგაზაფხულო სეზონები. გუნდები 6-6 ადამიანით დაკომპლექტდება, რომელთა ასაკი 14 წლიდან ზევით განისაზღვრა. გამარჯვებული გუნდი კი სეზონის ბოლოს ფულადი პრიზით დაჯილდოვდება", - აღნიშნა შამათავამ. 

პირველი თამაში ხვალ დადიანების სასახლის ეზოში გაიმართება.

რადიო "ათინათი"