გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბაღდათში დროებითი მოთავსების იზოლატორი განახლდა

14-09-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა.

დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ელისო შონიამ ბაღდათში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

იზოლატორი სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა.

გაუმჯობესდა საკნები, კერძოდ, უზრუნველყოფილია სათანადო განათება, ვენტილაცია და გათბობა.

შენობისა და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. იზოლატორში ასევე მოეწყო სამედიცინო ოთახი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს იზოლატორების რეაბილიტაციას.