გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურის სოფელ ცოცხნარაში 1 პირველკლასელია, სოფელში კი 40 საქორწინო ბიჭი ცხოვრობს

16-09-2019

სოფელ ცოცხნარის საჯარო სკოლაში წელს ერთი პირველკლასელი მივიდა. 7 წლის მარიამ გოგალაძეს კლასელები არ ეყოლება. სკოლა საბაზოა და ბავშვები სწავლას შემდეგ სურამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრძელებენ.

საბაზო (4-კლასიანი) სკოლის დირექტორი ბედუნი ლომსაძე ამბობს, რომ 90 კომლიან სოფელში 40 ბიჭია საქორწინო.

„სოფელში 90 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 40 ბიჭი საქორწინოა, ეს არის მიზეზი, რის გამოც მხოლოდ ერთი პირველკლასელი 

გვყავს. გასულ წელს სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ გვყოლია. შარშანწინ კი 3 პირველკლასელი გვყავდა“-უთხრა Qartli.ge-ს ცოცხნარის საჯარო სკოლის დირექტორმა ბედუნი ლომსაძემ.

ცოცხნარის სკოლაში სულ 15 მოსწავლე ირიცხება. ხაშურის საგანმანათლებკლო რესურსცენტის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე ამბობს, რომ ცოცხნარის სკოლა ერთადერთია, სადაც სწავლა მხოლოდ ერთმა პირველკლასელმა დაიწყო.

ხაშურის მუნიციპალიტეტში სულ 33 სკოლაა, წელს სასწავლო დაწესებულებაში 645 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

shida qartli