16-09-2019
ახალი სასწავლო წლის დაწყება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
-განსაკუთრებით მინდა ეს დღე პირველკლასელებს მივულოცო, თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ პედაგოგებს, ნაყოფიერი წელი ყოფილიყოს თქვენთვის. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი განათლებაა. საქართველოს მომავალი, ქვეყნის განვითარება თქვენს ხელშია - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ მიმოზა ბარამიძეს. მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ გადასცა.
მიმდინარე წელს საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, 6 სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები. „მილენიუმის“ პროექტით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნიგვზიანის საჯარო სკოლას, სოფელ ჯიხანჯირში კი ახალი, მცირეკონტიგენტიანი სკოლა აშენდა.