გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს

17-09-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ - ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, თითქოსდა, ერთ - ერთ კომპანიაზე განხორციელდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.

გამოძიებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.