გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამშობიარო სახლში ახალგაზრდა გოგონამ ახალშობილზე უარი თქვა

17-09-2019

კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა გოგონამ ახალშობილზე უარი განაცხადა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბავშვზე უარის მიზეზად, მან ახალშობილის მამასთან ურთიერთობის მოუგვარებლობა დაასახელა.

კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის დალი მოსიაშვილის განმარტებით, დედამ, ახალშობილზე უარის ოფიციალური ფორმა, ნებაყოფლობით შეავსო.

„მან საკუთარი ნებით განაცხადა უარი. ჩვენ ყველა სერვისი შევთავაზეთ, რაც ამ დროს შესაძლებელია, მაგრამ გოგონამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. ბავშვი უკვე გადაყვანილია გადაუდებელ მიმღებ ოჯახში“,- თქვა მოსიაშვილმა.

გადაუდებელ მიმღებ ოჯახში ახალშობილი სამ თვეს დარჩება. ამის შემდეგ მას გასაშვილებელის სტატუსი მიენიჭება და გასაშვილებელ ბავშვთა ცენტრალიზებულ რიგში მოხვდება.

primetime.ge

"თრიალეთი"