გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით იმერეთის რწმუნებული მუნიციპალიტეტების მერებსა და “სოკარ ჯორჯია” გაზის წარმომადგნლებს ხვდება

17-09-2019

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტების მერებს და სოკარჯორჯია გაზის წარმომადგნლებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება, სადაც საუბარი ზესტაფონში 16 სექტემბერს მომხდარ უბედურ შემთხვევას შეეხება, რომელსაც დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა.  ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრა სამუშაო ფორმატის იქნება, რის გამოც ის მედიისთვის დახურულია. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იქნება. დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

16 სექტმებრს დედა და ორი მცირეწლოვანის გარდაცვალება ზესტაფონში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია. დედა 24 წლის იყო, ხოლო შვიდელბი ორი და ოთხი წლის.

როგორც მაშინ “სოკარ ჯორჯიაში“ განაცხადეს, ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა. პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ გამაცხელებელი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ასევე, კომპანიაში განმარტავენ, რომ კორპუსი არაგეგმურად აპრილში თვეში შემოწმდა და ცხრა არასწორად დამონტაჟების შემთხვევა გამოვლინდა. ის ბინა კი, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკეტილი იყო და ვერ გადამოწმდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მომხდართან დაკავშირებით  “სოკარ ჯორჯია გაზს” შეკითხვებით ქუთაისიპოსტმაც მიმართა. მათგან პასუხების მიღებისთანავე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

droa.ge