პარასკევი, ივნისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
“ბავშვების მამის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, ისეა გამწარებული…რით ვანუგეშოთ შვილებზე გაგიჟებული მამა”

17-09-2019

გუშინ ზესტაფონში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. ნაქირავებ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად გადრაცვლილი 25 წლის დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ამბავი სოციალურ ქსელსაც მოედო.

უამრავი ადამიანი აზიარებს დაღუპულთა ფოტოებს, თუმცა არის ისეთი ტექსტებიც, რომლებსაც უშუალოდ გარდაცვლილთა ახლობლები, მეგობრები თუ ნათესავები წერენ და რომლებიც ძალიან მძიმე წასაკითხია.

“ჩემო პატარებო, ნათელში იყოს თქვენი სულიკ, როგორ გაგვამწარეთ და როგორ გაგვანადგურეთ”-წერს ოჯახის მეგობარი.

“ღმერთო, რატომ გაგვწირე ასეთი ტრაგედიისთვის, რით ვანუგეშოთ შვილებზე გაგიჟებული მამა” – წერს ოჯახის ნათესავი.

“ბავშვების მამის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, ისეა გამწარებული” -წერენ გარდაცვლილების ახლობლები სოცქსელში.

cyc.ge