გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

18-09-2019

დასრულდა რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირდა 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი.

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრაცია მიმდინარეობდა მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდებზე:www.naec.geდაonline.naec.ge.

2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უკვე მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.

პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია,პრაქტიკოს მასწავლებელს კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები(ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.