18-09-2019
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი საჩუქარი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის:
„დღეს ჩვენ გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებას. პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის და მისი ხედმიხეილ ჩხენკელი: მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვისვისთვის, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს გააჟღერა. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, დღეს კი ჩვენ ვზეიმობთ მსოფლიო მნიშვნელობის უნივერისტეტის დაფუძნებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის დაფუძნების და განვითარების სულის ჩამდგმელები, შემქმნელები ამ იდეის, ამ პროექტის ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით და შედეგად, საქართველოში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი, ეს არის უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან და იაპონიიდან:
„უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად უნიკალური და ორიოდე სიტყვით გეტყვით რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა. უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან, „მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან“ და სწორედ ამ თანამშრომლობის ბაზაზე შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ჩვენი სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითითაც მათი თანატოლები სწავლობენ გერმანიაში, როგორც გითხარით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გაისად, 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაც განსაზღვრავს ძალიან მაღალ აკადემიურ ხარისხს გახლავთ ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან და იაპონიიდან. ყოველივე ეს არის გარანტია იმის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიოს ასპარეზზე“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სიტყვით გამოსვლისას ასევე, ხაზი გაუსვა სწავლების ახალ მოდელს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაინერგება:
„ერთი ძალიან საინტერესო მოდელი, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გახლავთ ის, რომ უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში, ისე ონლაინ მეთოდის გამოყენებით. ონლაინ მეთოდი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უნივერისტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთოთ ქართველი მეცნიერები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, ჩვენი ქართული სამეცნიერო სათვისტომო. ბევრ მათგანს უკვე შევხვდით და მათ უკვე გამოთქვეს მზაობა და სურვილი, რომ ითანამშრომლონ და ლექციები წაიკითხონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელმა ადრონული თერაპიის ცენტრზეც ისაუბრა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იფუნქციონირებს:
„ასევე, მინდა აღვნიშნო, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც პაციენტების მკურნალობასთან ერთად ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევას მედიცინის, სამედიცინო ფიზიკისა და ბირთვული ფიზიკის მიამრთულებით. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად არის დაფინანსებული "ქართუ ფონდის" მიერ. ადრონული თერაპიის ცენტრი ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს მსოფლიოში წამყვან ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან "აიბიეისთან", რომელიც ცნობილია ციკლოტრონების წარმოებით და ასევე, კვლევის მიამრთულებით გერმანიის იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან და ასევე, პლუს სხვა წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას აცნობა, თუ ვინ იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი:
„ბოლოსთვის შევინახე ერთი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, დიდი სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ამჟამად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ვოლვტა “, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ცნობისთვის, ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.
პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღესვე დაგეგმილია პანელური დისკუსია.