გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბათუმში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი თბილისში გადმოჰყავთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

11-01-2018

ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ გიორგი კიკაბიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ წუთებში დაშავებული რეანომობილით თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაჰყავთ. 

„სახის არეში და ზემო სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება, ამიტომ პაციენტი სპეციალიზირებულ კლინიკაში იგზავნება. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება“,- განაცხადა გიორგი კიკაბიძემ. 

ხანძარი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე დღეს დილით გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყვენენ მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"