გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ვოლფგანგ ჰერმანი: მეამაყება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ

18-09-2019

„მეამაყება, რომ აქ ვარ და ახალი უნივერსიტეტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის - დაფუძნებაში ვმონაწილეობ“ - განაცხადა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა, რომელიც დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.

როგორც ვოლფგანგ ჰერმანმა აღნიშნა, დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საერთაშორისო და დისციპლინათშორისი უნივერსიტეტი უნდა იყოს, რადგან ჩვენს დროში მიმზიდევლი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსა და ცხადია, განსაკუთრებით ამ რეგიონის ახალგაზრდობისათვის“ - განაცხადა ჰერმანმა.