გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა ოზურგეთში პანიკა გამოიწვია

19-09-2019

ოზურგეთში დაახლოებით ერთი საათის წინ დაწყებულმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა შეიძლება ითქვას,  სრული პანიკა გამოიწვია. 

ადგილობრივები ჩვენთან იმის გარკვევას ცდილობდნენ, რატომ იყო ქალაქის ტერიტოროაზე სირენების განუწყვეტელი ხმა,  გარკვეულ ადგილებში კი სერიოზული  დაკვამლიანება.

"გურიის მოამბის" რედაქციის წარმომადგენლებთან შემოსული რამდენიმე ზარის შემდეგ, სადაც მოსახლეობა პიკაპების აქტიური მოძრაობისა და სირენების განუწყვეტელი ხმის მიზეზების დადგენას ითხოვდა, ზოგი კი ირწმუნებოდა, რომ "სადღაც ხანძარი იყო", ან სულაც "საშინელი ავარია", ინფორმაციის გადამოწმებას ჯერ ოზურგეთის მედალფას კლინიკაში, შემდეგ კი ოზურგეთის მერიაში შევეცადეთ და გავარკვიეთ, რომ ადგილი, არც მეტი არც ნაკლები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ჰქონდა, რომლის შესახებაც მოსახლეობა შეტყობინებას თურმე სწორედ სირენების განუწყვეტელი ხმის მეშვეობით იღებდა. 

ერთგვარი გაურკვევლობა კი ადგილობრივებში, როგორც ჩანს იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მეგაფონებიდან ადამიანის ხმა (რასაც წინა შემთხვევებში იყენებდნენ), რომელიც მათ ფანჯრებისა და კარების დახურვისკენ მოუწოდებდა,  სირენების ხმამ შეცვალა. 

"გურიის მოამბე"