გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა ხშირი წვიმების გამო, მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაბინავებელია

19-09-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის პროცესში მათი ჩართულობის თაობაზე ინფორმაცია მიიღო.

მინისტრის განცხადებით, 2019 წლის რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა, სექტემბრის თვეში მოსული ხშირი წვიმების გამო, მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაბინავებელია.

„შეხვედრამ დაგვანახა, რომ მეტი კომუნიკაციითა და კოორდინაციით, ჩვენ შევძლებთ ერთად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამინდმა შეგვიქმნა. ღვინის მწარმოებლებს ჩვენ შევხვდით იმისთვის, რომ კომპანიები მეტად აქტიურად ჩაერთონ რთველის პროცესში. კერძო სექტორმა უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, რათა ბოლო წლების მსგავსად, რთველის პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და წარმატებულად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თავის მხრივ, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბთან უფრო მეტი კომუნიკაციით, ყურძნის გადამუშავების პროცესი უფრო გააქტიურდება და მევენახეებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნებათ.

შეხვედრას კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა დაესწრნენ.

დღეის მდგომარეობით, კახეთში ინდუსტრიულად გადამუშავებულია 80 ათასამდე ტონა ყურძენი. წელს რეგიონში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 270-მდე ღვინის კომპანია, მათგან 140-მდე მწარმოებელი უკვე ჩართულია რთველის პროცესში.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.