გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხეში გამყიდველის მიერ ნაცემ მყიდველ ქალს ტვინის შერყევა დაუდგინეს

19-09-2019

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მხარეები პოლიციამ დაადგინა. ქალი კი, რომელიც გამყიდველმა სცემა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

"40 წლამდე ქალს კომპიუტერული ტომოგრაფიით ტვინის შერყევა დაუდგინდა. რჩება კლინიკაში და განაგრძობს მკურნალობას. როდის გავწერთ, ეს მდგომარეობაზეა დამოკიდებული", -გვითხრა კლინიკის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ინციდენტში მონაწილე ორივე პირს გუშინვე მივაგენით. გრძელდება გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები", - გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ინციდენტი 18 სექტემბერს, ძველი ბაზრის მიმდებარედ მოხდა. გამყიდველმა ქალმა მყიდველი ქალი სცემა, რის შემდეგაც ქმართან ერთად ტერიტორია დატოვა და ხილ-ბოსტნეული მიატოვა.

"პია"