გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის

19-09-2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის. ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„გუშინ გაიმართა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო სივრცის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია. 2020 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

განათლების – ეროვნული იდეს არსი სწორედ, იმაში მდგომარეობს რომ საქართველო იქცეს განათლების კერად რეგიონში და ამ მიზნის მისაღწევად მსგავსი მასშტაბის უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრებია საჭირო.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრებთან და ძირითადად მოამზადებს უმაღლესი კატეგორიის ინჟინრებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ ამ ისტორიული პროექტისთვის“, – წერს მამუკა ბახტაძე.