გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს

11-01-2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ნახევარ მილიონ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ipn-ს საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, გუშინ ძლიერმა ქარმა გარდაბნის სოფლებში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენები. 

„სპეციალური კომისია გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეცნობოდა სოფლებში შექმნილ მდგომარეობას, დღეს დილიდან კი აქტიურად მიმდინარეობს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა.

წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 500 ათას ლარამდე შეადგინა. ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ოქმების შედგენის შემდეგ, უკვე აქტიურად დავიწყებთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი სოფელ სართიჭალაში ე.წ გარადოკის მოსახლეობას მიაყენა, სადაც საცხოვრებელი კორპუსების სახურავები გადახადა. სახურავები გადახადა ძლიერმა ქარმა სოფელ ვაზიანშიც. სოფელ კალინინოში და გამარჯვებაში ქარმა დაზიანაბუნებრივი აირის მილები, ვახტანგისში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში, ყარათაკლიაში, მარტყოფში და ნორიოში კი ელექტროგადამცემი ხაზები. 

წყარო: imedinews.ge

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/43743/gardabnis-munitsipalitetshi-stiqiit-mikenebuli-zarali-nakhevar-milion-lars-agtsevs