გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ დობორჯგინიძე: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით საქართველო მსოფლიო განათლების რუკაზე გაჩნდება

19-09-2019

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ტექნოლოგიურ საკითხებში, ნიკოლოზ დობორჯგინიძე ქუთაისში საერთაშორის უნივერსიტეტს უპრეცედენტო პროექტს უწოდებს, რომელიც ქვეყანას განათლების მსოფლიო რუკაზე საკუთარ ადგილს დაუმკვიდრებს.

"ასეთი მასშტაბური პროექტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მიუნხენის უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული, მასთან ითანამშრომლებს, ანუ ექსპერტიზა შემოვა და შეცდომები არ იქნება დაშვებული. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით საქართველო გაჩნდება მსოფლიო განათლების რუკაზე. პროექტი დაიწყება ტექნოლოგიური კურსებით ანუ ტექნოლოგიებში იქნება პირველ ეტაპზე განათლების მიღება შესაძლებელი შემდეგ დაემატება სხვა მიმართულებები. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის, ასევე ხელშემწობი ფაქტორია უნივერსიტეტის მდებარეობა ქუთაისის აეროპორტთან, რომელსაც იაფფასიანი ფრენები აქვს ევროპაში. აღსანიშნავია ისიც რომ ამხელა ინვესტიცია იდება ინფრასტრუქტურაში და დასაქმდება ბევრი ადამიანი", - განაცხადა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.