გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ადვოკატი: ,,ფოტოსესიები ძირითადად გორში ტარდებოდა, თუმცა მშობლებმა არ იცოდნენ"

20-09-2019

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის მასალების დამზადებისა და ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ 7 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა.

დაკავებულებს შორის არიან ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობლები, რომელთა ინტერესებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი იცავს.

„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებს მსგავსი დანაშაული არ უდასტურდებათ. მათ არც თანხა აქვთ აღებული და მათთვის ისიც უცნობი იყო, თუ რა სურათებს უღებდა. თავიდან 

რაზეც იყო დათანხმება, ფოტოსესიაზე, ეს იყო სტუდიაში გადაღებული ჩვეულებრივი სურათები. ამის შემდეგ გაგრძელდა ფოტოსესია, სადაც ბავშვი დადიოდა უბრალოდ და მშობლებისთვის უცნობი იყო, შიგნით რა ფოტოსურათების გადაღება ხდებოდა“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში მხოლოდ რამდენიმე ფოტოსესია ჩატარდა და ძირითადად გორში ტარდებოდა.

„თავიდან იყო საუბარი, რომ სხვადასხვა გარემოების გამო იღებდნენ, მაგრამ კონკრეტულად რეკლამისთვის ჩვენთან მიმართებით არ ყოფილა. შეიძლება, სხვას უთხრეს. ორი წლის განმავლობაში არის გადაღებული. ორი წელი არის ძალიან დიდი დრო. ორი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე ფოტოსესია არის გადაღებული. მშობლები მხოლოდ პირველზე არიან დასწრებული“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მშობლები ვერ აცნობიერებდნენ, რომ ფოტოები სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო.

„ეს ის შემთხვევაა, რომ ეს ადამიანები არ აცნობიერებდნენ, რომ სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო. უღებდნენ ფოტოებს, რომლებიც ბავშვსაც მოჰქონდა და იმაში არაფერი იყო, მშობელს რომ ეჭვი გასჩენოდა. ბავშვი ყოველი ფოტოსესიის შემდეგ ხან „ფეისბუქზე“ დებდა სურათებს, ხან მიჰქონდა და იქ ჩვეულებრივი სურათები იყო. იმის იქით თუ რამე სურათს უღებდა ის ადამიანი და ბავშვიც მალავდა, ეს არ იცოდა მშობელმა. ჩვენთან მიმართებით თანხის აღება არ არის დადასტურებული, რომ აეღოს. ერთს ეუბნებიან, რომ 3 000 არის აღებული თანხაო, მაგრამ ჩვენთან მიმართებით არ აუღია არც ერთ მშობელს“, – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში 8 პირი დააკავეს. ფაქტზე სულ 11 ადამიანს წაუყენეს ბრალი. მათ შორის, უცხოეთის 2 მოქალაქეს.

"შიდა ქართლი"