გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქარელთან ავარიის შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

20-09-2019

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომლის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა. ის ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს, რის გამოც მას გუშინვე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"