გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უძველესი მარნები აღმოაჩინეს

20-09-2019

ქუთაისში, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უძველესი მარნები და სხვადასხვა დროინდელი შენობის ნაშთები აღმოაჩინეს.

"გათხრები მიმდინარეობდა გელათში, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღმოჩენილია 5 სხვადასხვა ეტაპის შენობების ნაშთები. ყველაზე ძველი რაც იქ ვიპოვეთ, როგორც ვვარაუდობთ არის ძვ. წ. მეორე, მესამე საუკუნეების სამარხები. რაც შეეხება შენობებს, ზოგი მეათე- მეთერთმეტე საუკუნის, ზოგიც დავით აღმაშენებლის დროინდელი ეპოქისაა. ვხვდებით ასევე თურქული შემოსევების დროს განადგურულ შენობებს ( 1510 წელი), შემდგომ უკვე გვიანი შუა საუკუნეების მარანს,”- აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ნაკრძალ-მუზეუმის დირექტორი როლანდ ისაკაძე.

"პია"