გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სოფელ აფენში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარუდგენია

20-09-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარუდგენია.


საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას, მათ ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ.


საოლქო კომისიამ უკვე აირჩია 6 წევრი. პოლიტიკურ პარტიებიდან კომისიის წევრი ჯერ მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.


ცნობისთვის, სოფელ აფენის მაჟორიტარ დეპუტატს, გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა და შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო ამიტომ გახდა.




https://ipress.ge