გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თერჯოლაში 14 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს, ახლობლები ინტერნეტ თამაშ - ინტერნეტთამაშს უკავშირებენ

20-09-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს, ახლობლები ინტერნეტ თამაშს  უკავშირებენ.

როგორც სკოლის დირექტორი ამირან ელიავა აცხადებს, სუიციდის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ეჭვი არსებობს, „რაღაც თამაშზე“ .

"წაიღეს კომპიუტერი, გუშინ დაკითხეს ბავშვები, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი ვერ გეტყვით. აქვთ ეჭვი თამაშზე, დეტალურად არ იციან, საქმე არის ძიებაში. ძალინ კარგი მოსწავლე იყო, პრობლემებიც არ ჰქონდა", - განაცხადა ამირან ელიავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"