გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბაღის მასწავლების საქმეზე, რომელსაც ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულბდნენ, ძიება არ დასრულებულა

20-09-2019

ახალციხის N1 ბაგის მასწავლებლის საქმეზე, რომელსაც მშობლები ბავშვების ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ ძიება ერთ წელზე მეტია გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბაღიდან მასწავლებლის წასვლის შემდეგ საკითხი აღარ მოუკითხავთ და არც რომელიმე უწყებიდან ამის შესახებ რაიმე შეტყობინება მისვლიათ.

ახალციხის N1 ბაგა ბაღის მასწავლებლის საქმეზე ძიება 2018 წლის ივნისსში დაიწყო, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება.

ერთი წლის წინ საკითხის მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც, სადაც განგვიმარტეს, რომ მოკვლევა დაასრულეს და მისი დეტალები მხარეებს უკვე გადაეგზავნათ. 

საქმის შესწავლა მომხდარიდან მალევე დაიწყო სოციალური მომსახურების სააგენტომაც, თუმცა რა გაირკვა, ამ ეტაპზე ესეც უცნობია: „შემთხვევა ერთი წლის წინაა მომხდარი, ამიტომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოითხოვოთ“.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი კი ამბობს, რომ ბაღიდან მასწავლებლის წასვლის შემდეგ საკითხი აღარ მოუკითხავთ და არც რომელიმე უწყებიდან ამის შესახებ რაიმე შეტყობინება მისვლიათ.

„ჩვენი თანამშრომელი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, დავინტერესდებოდით და ბოლომდე მივყვებოდით ამ ამბავს, მაგრამ რადგან ჩვენგან წავიდა, ამ საკითხზე არაფერი არ ვიცით“,–გვითხრა მარინა მერაბიშვილმა.

მეორე ცვლის მასწავლებლის მადლენა გიორგაძის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლის ბიჭის მშობელმა, გასულ წელს, 19 ივნისს დაწერა. მომჩივანი ამბობდა, რომ მის შვილს მადლენა გიორგაძე უდიერად ექცეოდა. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, 20 ივლისს, მადლენა გიორგაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა. 

მომხდარზე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, მცირეწლოვანის შესაძლო ცემის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 126–ე მუხლით დაიწყო.