გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში ,,რუსთავქალაქობა 2019'' აღნიშნეს

21-09-2019

რუსთავში, დღეს, ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო.
ტრადიციული დღესასწაულის ფარგლებში, მეგობრობის გამზირზე, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს, რუსთავს ოქროსა და ვერცხლის 112 მედალოსანი ჰყავს.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ ახალგაზრდებს საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
მეგობრობის გამზირზე, დღესვე, ფერების ულამაზესი ფესტივალი და დრამერების შოუ მოეწყო.
მანამდე კი, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, რუსთავის საბავშვო სტუდიების აღსაზრდელთა და ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების’’ კონცერტი გაიმართა.
,,რუსთავქალაქობის’’ აღსანიშნავი ღონისძიებები, სპორტული მარათონით დაიწყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა.
დღესასწაულის ფარგლებში, რუსთავის მერმა რეაბილიტირებული მე-3 ბიბლიოთეკა გახსნა.
დღესვე, მესხიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტების ქსელ ,,ფენიქსის’’ მაღაზია გაიხსნა.
ღონისძიებას სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური პირები და ,,რუსთავქალაქობის’’ დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში ვიზიტად მყოფი დამეგობრებული ქალაქის, ინეგოლის დელეგაციაც დაესწრო.
,რუსთავქალაქობა 2019“-ის ფარგლებში, ხვალ, ,,რუსთავის ეკონომიკური ფორუმი-2019“ გაიმართება.
ფორუმს, რომელიც ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას ისახავს მიზნად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და 6 ქვეყნის 9 ქალაქის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენები დაესწრებიან, რომლებიც რუსთავს დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრობენ.
ფორუმის ფარგლებში, რუსთაველი მეწარმეები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ ქალაქში მოქმედი საწარმოების პოტენციალს.
22 სექტემბერს, კი რუსთავის ცენტრალურ პარკში, ეთნოფესტივალი, ქართული მუსიკის კონცერტი და საპატიო მოქალაქის დაჯილდოება გაიმართება.
,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაულს, რუსთაველები მეოცედ აღნიშნავენ.