გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჟინვალში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

21-09-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - შალვა კერესელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.


დაბა ჟინვალში არსებული პოლიციის ძველი შენობა ამორტიზებული იყო და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა, რაც იქ დასაქმებული სამართალდამცველების სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ჟინვალში პოლიციის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც უახლესი ინვენტარით აღიჭურვა. ასევე, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები.


პოლიციის ახალი შენობა 15 თანამშრომელზეა გათვლილი და მოემსახურება როგორც დაბა ჟინვალის, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.