გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

21-09-2019

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.

„ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ მოსახლეობისგან ვისმენთ, კონკრეტულად რა პრობლემებია სოფლებში. ადიგენის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ხუთი ძლიერი კოოპერატივი ფუნქციონირებს, რომლებიც სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებს ის პროგრამები გავაცანით, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და რომლებშიც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. გამოიკვეთა სასმელი წყლისა და სარწყავი წყლის საკითხის მოგვარება.

მაქსიმალურად ვეცდებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში აღნიშნული საჭიროებები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მინისტრის მოადგილე ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანების დადებით მხარეებზეც ესაუბრა და მუნიციპალიტეტში მერძევეობის მეურნეობისა და კენკროვანი კულტურების განვითარების პოტენციალი გააცნო.

სოფელ ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან არაყიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.