12-01-2018
მდინარე რიონში 28 წლის მამაკაცის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ. რიონში სამძებრო სამუშაოები მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულების ჩვენების საფუძველზე დაიწყეს.
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მომხდარი.
მოკლულის დედის თქმით, ბრალდებული მისი შვილის ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც ბოლო პერიოდში კეკელიას უთანხმოება ჰქონდა.
„წაუყვანია მდინარესთან, ორი ტყვია უსვრია, შეუხვევია და გადაუგდია. ორნი ყოფილან. ეს ფაქტი ერთ-ერთმა თანასოფლელმა ნახა", - აცხადებს მოკლულის დედა.
შეგახსენებთ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში მცხოვრები ირაკლი კეკელია 31 დეკემბერს გაუჩინარდა.