გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

22-09-2019

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებში ჩაერთო.

ხვნის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დილიჩას ტერიტორიაზე, სადაც შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის “ ტექნიკა 70 ჰა მიწის ფართობს ამუშავებს.

საშემოდგომო ხვნის სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია “ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.