გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხელვაჩაურში ძლიერი ქარის შედეგად ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა

22-09-2019

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გაზის მილი და ჩაკეტილია ცენტრალური გზა.


შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წაქცეულმა ხემ ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი, კედლები და რამდენიმე ოთახი. სახლის მეპატრონე დახმარებას ითხოვს.


თამაზ ბედინაძის განცხადებით, 10 წლის წინ მან ხის მოჭრა მოითხოვა, რადგან ის სახლს საფრთხეს უქმნიდა, თუმცა მოჭრის ნებართვა არ მისცეს, ასევე ერთ-ერთი მეზობელი იყო წინააღმდეგი.




https://imedinews.ge