გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსთავქალაქობის დასკვნით ღონისძიებაზე, რუსთავის მერმა წლის საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა

23-09-2019

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ,,რუსთავქალაქობა-2019’’-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერმა წლის საპატიო მოქალაქე დააჯილდოვა.

ირაკლი ტაბაღუამ, საპატიო რუსთაველის ტიტული, სპეციალური სიგელი და საჩუქარი, ძველი თაობის ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენელს, ჯონი რუხაძეს გადასცა.

ქალაქის დღესასწაული, რუსთაველებს ნეკა სებისკვერაძემ და დათო ნოზაძემ ქართული მუსიკის კონცერტით მიულოცეს.
დასკვნით ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები: ,,ჩვენებურები’’, ,,თუთარჩელა’’, ,,მე რუსთველი’’, ,,იამბიკო’’, ,,სალხინო’’.

,,რუსთავქალაქობა'' წელს, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
ქალაქის ტრადიციული დღესასწაული უკვე მეოცედ აღინიშნა.