23-09-2019
ბახმაროში პირველი თოვლი უკვე მოვიდა.
ბოლო დღეებში დასავლეთ საქართველოში ტე,მპერატურამ მკვეთრად იკლო, რამაც ბარში ორდღიანი გადაუღბელი წვიმა, მთაში კი თოვლი გამოიწვია.
გურიის ორივე მაღალმთიან კურორტზე; "გომის მთასა" და "ბახმაროში" შემოდგომის პირველი თოვლი მოვიდა.
კურორტ ბახმაროს ირგვლივ ფაფარა, ბაისურა, ნამანევი, მუჭუთას მთებზე ათობით მწყემსი და მათი ოჯახები ჯერ კიდევ იქ იმყოფებოდა. დამსვენებლები აცხადებენ, რომ თოვლის საფარმა 30 სმ-ს გადააჭარბა:
„გუშინ საღამოს დაიწყო ძლიერი თოვა და მალევე მოიკიდა ფეხი. გზები ჩაიკეტა, მაგრამ დიდი გამავლობის მქონე მანქანები მაინც მოძრაობენ დილიდან. იმედი გვაქვს, რომ გზებიც მალე გაიწმინდება.“