23-09-2019
რუსთავში, ჩაპაევის ქუჩა #3 მცხოვრები 20-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, წლების მანძილზე ისედაც ავარიული შენობის კედელი, ბოლო სამი დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა უფრო მეტად დააზიანა და ჩამონგრევის საფრთხე შეიქმნა.
მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან კორპუსის გამაგრებას ითხოვს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომელმაც დაზიანებული კედელი ლენტით შემოსაზღვრეს. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ადგილობრივებს შეხვდა და პრობლემას გაეცნო. ზურა ტაბაღუას განმარტებით, საჭიროა კონსტრუქტორის დასკვნა, რის შემდეგაც გადაწყდება ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ბინა შეკეთებას.