23-09-2019
ომის ვეტერანისა და სამხედრო ჟურნალისტის ზაირა მიქატაძის ინფორმაციით, უკრაინაში, ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონში, ერთ-ერთი ბრძოლის ადგილას, ნაპოვნია ქართველ ჯარისკაცის, სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძის ნეშტი. მიქატაძე ჯარისკაცის ნათესავებს სთხოვს, გამოეხმაურონ.
ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენს მეგობარ უკრაინაში, ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონში, ერთ-ერთი ბრძოლის ადგილას, ნაპოვნია ნეშტი, რომელიც ეკუთვნის ქართველ ჯარისკაცს, სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძეს. დაბ.1918 წ. ცაგერის რაიონის ს.ალპანაში. საბჭოთა არმიაში გაწვეულია 10.01.1939 წ. ცაგერის კომისარიატიდან. სავარაუდოდ, ომმა ჯარში მოუსწრო და ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ჯარისკაცის ნათესავებს ვთხოვ, გამომეხმაურონ ტელ. ნომერზე: 598 59 46 55"-წერს ზაირა მიქატაძე.