გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გაჩეჩილაძე: საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში შეიქმნება, ნიშნავს ქუთაისის ძირძველი ფუნქციის დაბრუნებას

23-09-2019

„საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში შეიქმნება, ფაქტიურად, ნიშნავს ქუთაისის ძირძველი ფუნქციის დაბრუნებას, როდესაც ქუთაისი იყო ინტელიგენციის ბეღელი. მთელი ინტელიგენცია ქუთაისმა შექმნა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი დიდი პროექტი კეთდება, ამდენი ადამიანი დასაქმდება. იმერეთის გულში შეიქმნება ინტელექტუალური ცენტრი და შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის იქ შევქმნათ ისეთი პოტენციალი, რომელიც ფეხზე დააყენებს ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, იცვლება ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დასახელება და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაერქმევა, რომელსაც გაეზრდება ფუნქციები და ექნება უამრავი სამეცნიერო მიმართულებები.