გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ხობში სასწრაფო დახმარების მანქანა ცხენს დაეჯახა

23-09-2019

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში სასწრაფო დახმარების მანქანა ცხენს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. სოფლის რწმუნებულმა ვალერიანე ქაცარავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ შემთხვევის შედეგად ცხენი მოკვდა.

„პოლიციამ დამირეკა და მივედი ადგილზე. ცხენი მკვდარი დაუტოვებიათ და მე უნდა დავმარხო“, - ამბობს ქაცარავა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
რადიო "ათინათი"