გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო გადაეცა

23-09-2019

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო გადაეცა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“ გამარჯვებული გახდა და საჩუქრად შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

,,კონფერენციის დაასრულს გაიმართა იმ მუნიციპალიტეტების დაჯილდოება, ვინც გასულ წელს საუკეთესო პრაქტიკა და ფინანსური საქმიანობა განახორციელა. რუსთავის მუნიციპალიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შესაბამისობაში იყო იმ სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან, რომელიც დადგენილია რა თქმა უნდა საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ნორმატიული აქტებით“, - განაცხადა რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიასვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები, გასული წლის გაწეული ფინანსური საქმიანობის მიხედვით დაჯილდოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"