გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: სხვადასხვა კვლევებით სასამართლოს ეფექტურობის და სანდოობის კუთხით ისეთ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიც არის ბულგარეთი, ხორვატია, სლოვაკეთი

23-09-2019

სასამართლოს ეფექტურობის და სანდოობის კუთხით ისეთ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიც არის ბულგარეთი, ხორვატია, სლოვაკეთი და სხვა. ამდენად, იმის თქმა, რომ 7 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, სულ მცირე უსამართლობაა“ - განაცხადა იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ტვ „იმედის“ ეთერში, გურამ ნიკოლაშვილის საავტორო გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ სანდოობა გაიზარდა და სისტემაში ძირეული ცვლილებები შეინიშნება.

მისი თქმით, „NDI -ის მიკერძოებული კვლევების შემკვეთი და ავტორი, რომელსაც „კარგი კუთხით შეცდომა გაეპარა“, ამბობს, რომ მოსახლეობის 5 პროცენტი თვლის, რომ სასამართლოში არსებობს პრობლემა.

„ძალიან რთული იყო 9 წლიანი უსამართლობის დანატოვარის აღმოფხვრა. მე, როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს შესაძლებელია საქმის სამართლიანად განხილვა და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა. „საბოტაჟის მცდელობა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მიმართავენ, არის ემოციებზე დამყარებული და არ უნდა ავყვეთ, არ უნდა აყვეს არც საზოგადოება და არც ჩემი კოლეგები, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი პროფესიის და სახელმწიფოს მიმართ“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.