გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტყიბულელი მეშახტეები საზოგადობას სამოქალაქო პროტესტისკენ მოუწოდებენ

24-09-2019

მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტის მუშები პროტესტს რამდენიმე საათია შახტაში შიმშილობით განაგრძობენ. მათ აქციას კიდევ ხუთი მეშახტე შეუერთდა.

როგორც ცნობილია, "საქნხშირს" მეშახტეებისთვის 15 სექტემბრამდე უნდა მიეცა ანაზღაურება, თუმცა დავალიანება ჯერ ისევ არ გადაუხდია. ამასთან, კომპანიამ ჯერ ისევ არ იცის, როდის გასცემენ ხელფასებს მომუშავეთათვის.

ტყიბულელი აქტივისტები ხვალიდან სოციალურ პროტესტს ელოდებიან და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ დაკეტონ მაღაზიები და არ წაიყვანონ შვილები ბაღებსა და სკოლებში...
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, შახტაში მყოფი მეშახტეები არ ამოვლენ და განაგრძობენ შიმშილობას მანამ, სანამ ანაზღაურებას არ მიიღებენ.

მეშახტეების მოთხოვნები უცვლელია: დაირიცხოს მათი კუთვნილი ხელფასები და გაესაუბროს მათ კომპანიის წარმომადგენელი, რათა გაიგონ, თუ რა ელოდებათ დასაქმებულებს მომავალში.