გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ასპინძაში 12 წლის მოზარდი მორიელმა დაგესლა

24-09-2019

დაბა ასპინძაში 12 წლის მოზარდს მორიელმა უკბინა. მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“პაციენტი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული და ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დამატებით კონსულტაციებს, თბილისში ტოქსიკოლოგთან გავდივართ”, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ხათუნა კეკელაშვილმა.

“ბავშვი კარგად არის, სავარაუდოდ შხამიანი არ იყო მორიელი. რეაქცია არ მიუცია, ექიმები გვეუბნებიან, რომ საშიში არაფერია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით გადმოვიყვანეთ ახალციხეში. მშობლები ვართ და ვნერვიულობთ”, – განაცხადა მოზარდის მშობელმა.

"კვირა"