გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქართული ჰამონის წარმოება აღდგენილი, კახური ჯიშის ღორისგან დაიწყება

24-09-2019

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „გადაშენების პირზე მისული კახური და სვანური ღორის მოძიება, აღდგენა-გაუმჯობესება და შენარჩუნება“ ფარგლებში, ქართული ჰამონის წარმოებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ჰამონი“ საქართველოში კახური ღორისგან დამზადდა, რომელიც საუკეთესო ხარისხის ხორცით გამოირჩევა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2014 წლიდან აქტიურად ახორციელებს კახური ღორის პოპულაციის აღდგენასა და გამრავლებას. დღეისათვის კრწანისის მეღორეობის ფერმაში უკვე მოშენებულია 300-მდე სული.

კახური ღორის აღდგენის პროექტი ესპანურ კომპანიასთან „დერაზა იბერიკო“ თანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების ეტაპზე.

კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს.