გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ხელვაჩაურის მერმა პირველივე სხდომაზე თანამშრომლებს უსაყვედურა

13-11-2017

ხელვაჩაურის ახალმა მერმა სოფლის რწმუნებულებს პირველივე სამუშაო შეხვედრაზე საყვედური უთხრა. ახალმა მერმა თანამშრომლებს მუშაობა დაუწუნა: "იყო ხარვეზები მუშაობის პროცესში, არ დავიწყებ კონკრეტულ ფაქტებზე საუბარს, მაგრამ წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობა გვესაუბრებოდა იმაზე, თუ რა ვერ გაკეთდა" - განაცხადა ახალმა მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ. 

ხელვაჩაურის მერი საკადრო ცვლილებებზე ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებს. სოფლის რწმუნებულების კითხვაზე, რა გრაფიკით უნდა იმუშაონ, ახალმა მერმა შესთავაზა, დალოდებოდნენ სატელეფონო ზარს. 

რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, ხელვაჩაურის მერის მოადგილეებს კანონმდებლობით უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ. 

ვინ დარჩება თანამდებობაზე უცნობია.  მუნიციპალიტეტიდან წასვლის შესახებ მკაფიო პოზიცია მხოლოდ გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ნოდარ ხალვაშმა დააფიქსირა. ის თანამდებობას ტოვებს.


წყარო: "აჭარის ტელევიზია"