გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

25-09-2019


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი (გეგა) შენგელიას და საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას შეხვედრა მოსახლეობასთან ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
შეხვედრას პარლამენტის წევრი, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ ყურადღება ზუგდიდში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მსგავსი საჯარო შეხვედრების პერიოდულად გამართვა აუცილებელია:

“მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ამავე დროს აუცილებელია კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რათა თითოეული პროექტი მათი ჩართულობითა და ინფორმირებულობით ხორციელდებოდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად და როგორ იხარჯება ჩვენი საერთო ფული - ბიუჯეტი, რა კეთდება, როგორია პრიორიტეტები და განხორციელებული პროექტების ხარისხი და ვადები. კარგია რომ ასეთ საანგარიშო შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი აქვს” - განაცხადა შეხვედრაზე მერაბ ქვარაიამl