გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ხის ტოტის დაცემის შედეგად ქალი დაიღუპა, შემთხვევის ადგილზე მისული კაცი კი, გულის შეტევით გარდაიცვალა

26-09-2019

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ ახალკახათში ხის მოჭრის დროს 42 წლის ქალს ტოტი დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

ამის შემდეგ, არსებული ინფორმაციით, ფაქტის გაგებისა და ადგილზე მისვლის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 73 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

"პია"