გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში დედამთილზე ძალადობისთვის 4 შვილის დედას ასამართლებენ

12-01-2018

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს წინა სასამართლო სხდომა გაიმართა, საქმის მოსამართლე გიორგი ზვიადაძეა. ოთხი შვილის დედას ბრალად საკუთარ დედამთილზე ძალადობა ედება, ფაქტი არასრულწლოვანი ბავშვების თვალწინ,  სასამართლოს შენობაში ერთ-ერთი სხდომის დაწყებამდე მოხდა. 

ბრალდებული ახალგაზრდა ქალბატონი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და განმარტავს, რომ დედამთილს უბრალოდ მის შვილთან მიკარების უფლება არ მისცა: 

„მე არავითარი ძალადობა არ განმიხორციელებია დედამთილის მიმართ, მხოლოდ ხელი გავაშვებინე ბავშვისთვის, რომელსაც წასაყვანად ექაჩებოდა , ახლა კი სასამართლოს გადაეცა ჩემი საქმე ბრალდებით ოჯახური ძალადობა“-გვეუბნება მოპასუხე მხარე.

საქმე 126 (პრიმა ) მუხლით მიმდინარეობს, ბრალდების მხარეს პროკურორი რამაზ შანიძე წარმოადგენს, საქმე არსებით განხილვას გადაეცა და სხდომა 24 იანვრისთვის გადაიდო.

წყარო: "გურიის მოამბე"

http://www.guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=27992